თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება, რომ სუფევდეს. მჯერა, ყველანი ამას დავიცავთ და ეს იქნება ყველაზე მძიმე შეცდომა, რასაც "ოცნება" დაუშვებს, ამის მერე აღარ იოცნებებს , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის მუდმივი ოცნება სწორედ ის იყო, რომ საქართველო არ ყოფილიყო განათლებული, რომ საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო უფრო დაჩაგრული, უფრო მონა, ვიდრე რუსეთის, მაგრამ ეს არ მოხდება. ეს არის ის, რაც უდევთ თავში ამ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ თუ არა განათლება, მაშინ მართლაც მონების დრო მოდის. მე მგონია, რომ ჩვენ არ ვართ მზად მონობის დროისთვის, ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ დავიცვათ თავისუფლება, სახელმწიფო, დამოუკიდებლობა და ხვალინდელი დღე. მე მჯერა ჩვენი სტუდენტების და არა მხოლოდ, ეს არის მთელი საზოგადოების საქმე, მშობლების, ლექტორების, სტუდენტების და მთლიანად საზოგადოების. თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება სუფევდეს. მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ამას დავიცავთ და ეს იქნება ყველაზე მძიმე შეცდომა, რასაც "ოცნება" დაუშვებს. ამის მერე აღარ იოცნებებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.
ფოტო: Mo se