“ყველა გზა თეთრი ტაძრისკენ მიდის” - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 108 წლისთავთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის შეცვლას მოითხოვენ.
აქციაზე იმყოფებიან როფესორ-მასწავლებელი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები. აქციაზე ასევე მივიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ფოტო: Mo se