82 - მომხრე, 10 - წინააღმდეგი - კენჭისყრის ამ შედეგით პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომლის ამოქმედების შედეგად გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება.
ამ მიმართულებით ცვლილებები შემდეგ კანონებში ხორციელდება: - “გრანტების შესახებ“ კანონი, “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი და “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონი.
პარტია გრანტების კანონის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს - რაც 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.