როცა ვამბობდით, რომ დებატის ნებისმიერ ფორმატზე ვიყავით თანახმა, რეალურ დებატებს ვგულისხმობდით, „ოცნებამ“ კი, პროპაგანდისტული პანელური დისკუსია შემოგვთავაზა. ეგრე არ გამოვა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„რეალურ დებატებში მონაწილეობისთვის არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ ახლა, პარლამენტის ტრიბუნიდან მოვუწოდებ ხელისუფლებას, მზად ვართ, ნებისმიერ ტელევიზიაში, ერთი-ერთზე ვედებატოთ მოქალაქეებისთვის აქტუალურ ნებისმიერ საკითხზე“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
მისი თქმით, პანელურ დისკუსიას, სადაც შენი ტელევიზია, სატელიტური პარტიები და ექსპერტები მოგყავს, ამას ღირსებასთანაც არანაირი კავშირი არ აქვს.
„იმის არ იყოს, რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდაო, დიდი ბოდიში, მაგრამ დებატებს რომ მიანონსებ და შემდეგ მიწვევ პანელურ დისკუსიაზე, სადაც შენი ტელევიზია, სატელიტური პარტიები და ექსპერტები მოგყავს, ამას ღირსებასთანაც არანაირი კავშირი არ აქვს. ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ, ხომ? ეს არ არის დებატები. როცა ვამბობდით, რომ დებატის ნებისმიერ ფორმატზე ვიყავით თანახმა, რეალურ დებატებს ვგულისხმობდით, „ოცნებამ“ კი, პროპაგანდისტული პანელური დისკუსია შემოგვთავაზა. ეგრე არ გამოვა“.