პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს გამჭვირვალობასთან საერთო არაფერი აქვს.
„ჩვენ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვართ, არც დღეს ვართ, მაგრამ ეს გამჭვირვალობა არ არის, ეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის მოგუდვაა. განსხვავებული აზრი შეიძლება ჰქონდეს მეწარმეს, ექსპერტს, სპეციალისტს. ვინც მოუნდება, „ოცნება“ დააჯარიმებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, ვისზეც უნდა, თვალს დახუჭავს. ეს არის „ოცნების“ სამართალი და ქვეყანაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა. ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი იმასაც ვერ აღიარებენ, რომ თავის დროზე, სწორედ უცხო ძალის წარმომადგენლები იყვნენ. მათი ტერმინით რომ ვთქვა, ეს ადამიანები უცხო ძალის ინტერესებს წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ და რაზეა საუბარი? გვაქვს კითხვები, მაგრამ მათგან მხოლოდ პროპაგანდას ვისმენ“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.