ტექნიკურ უნივერსიტეტთან ქსაპროტესტო აქცია იმართება, აქციის მონაწილეები ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
სტუდენტებმა ასევე ბანერები გადმოფინეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მეორე სართულიდან წარწერით - არ დავთმობთ სტუ-ს და მის ისტორიას".
"გაერთიანებაზე ვერც არგუმენტებს ვხედავთ, ვერც დასაბუთებას, საერთოდ დიალოგი არ ყოფილა. ვითხოვთ დიალოგს, გვანახონ ჩვენზე მეტი ლაბორატორიები, ტექნიკური არსენალი ვის აქვს. რა შეერთება, იქით არ შეიერთოს სტუ-მ თსუ და არ შთანთქოს, ამის საშიშროებაც დგას. რადგან იმხელა სტუ-ს უზარმაზარი ტექნიკური ბაზა აქვს და ჰუმანიტარული მეცნიერებების დღეს ვინ გაიტანს თავს. რომელი სტანდარტი ვერ დავაკმაყოფილეთ - ამაზე არგუმენტი ვინმე თქვა? დარწმუნებული ვარ, ალბათ მინისტრმაც არ იცოდა, აქ რომ მოვიდა. ეს არის ნაჩქარევი, აბსურდული გადაწყვეტილება", - განუცხადა მედიას სტუ-ს ერთ-ერთმა პროფესორი.