გრძელდება საუბრები სანქციების შესახებ იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ დემოკრატიული უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ანიტა ჰიპერს შეკითხვა დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას ეხება.
“სამწუხაროდ, რასაც თქვენ ახსენებთ, არის ძალიან სამწუხარო უწყვეტი კურსის ნაწილი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” აირჩია ძალიან რეპრესიულ რეჟიმისკენ. დემონსტრანტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ყველა თავისუფალი ხმის წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიას მოითხოვს. აქამდე, რაც გავაკეთეთ, არის მუდმივი რეაგირება, თუნდაც პოლიტიკურ დონეზე. პოლიტიკური კონტაქტების დონე დავწიეთ, მაგრამ ასევე, შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი 120 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის პირდაპირი დახმარება. ასევე, შევაჩერეთ “ევროპული სამშვიდობო მექანიზმით” გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება და 2025 წელს მეტი დახმარება არ იქნა დაგეგმილი.
ეს მხოლოდ რამდენიმე პუნქტია. რა თქმა უნდა, შიდა საქმეთა მხრივ, საბჭომ შეაჩერა უვიზო მოგზაურობა ქართველი დიპლომატების, ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახების წევრებისთვის, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები. გრძელდება შემდგომი დისკუსიები სანქციების შესახებ იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ქართული ოცნების დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე“, – განაცხადა ჰიპერმა.”, - განაცხადა ჰიპერმა.