ეუთოს მიერ “მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება წარმოადგენს პირველ და არა ბოლო საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმი გამოიყენება იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მასობრივი, სისტემური დარღვევები.
"ეუთოს მიერ “მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება წარმოადგენს პირველ და არა ბოლო საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ზომა, რომელსაც ვემხრობოდით საქართველოს დემოკრატიული ძალები და მათ შორის “ლელო ძლიერი საქართველო“ ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში, ეს არის განსაკუთრებული ზომა და არა ჩვეულებრივი ნაბიჯი.
ეს მექანიზმი გამოიყენება იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მასობრივი, სისტემური დარღვევები;
მაგალითისვის, მოსკოვის მექანიზმი აქტიურად გამოიყენებოდა 1990-იანების ბალკანეთში, შემზარავი უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად
შესაბამისად, დღეს საქართველო განიხილება იგივე მექანიზმით, რომელიც ევროპის უახლესი ისტორიის ზოგიერთი უმძიმესი საქმის შესასწავლად იქნა გამოყენებული. არ ჭირდება მთავრობის თანხმობა; მისია შედგება ნებისმიერ შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, თუ რა პოზიცია ექნება ქოცურ კრიმიბალურ სინდიკატს.
ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ:
ეს რეჟიმი ისევე არალეგიტიმურია, როგორც მღელუ დროის განმავლობაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებუს შემდეგ
ზომები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მიმართავს რეჟიმის წინააღმდეგ, სულ უფრო მკაცრდება
გასულ წელს ინიცირებული ვენის მექანიზმის შესაძლებლობამ კრახი განიცადა; ოცნების რეჟიმმა ვერ შეძლო საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა და ნაცვკად იმისა, რომ მათი შეშფოთება დამცხრალიყო, ის მხოლოდ გაიზარდა
დელეგიტიმაცია/უნდობლობა - არ არსებობს საერთაშორისო საზოგადოებია რწმენა შიდა გამოძიებისადმი
ეს ყველაფერი უმძიმესად აისახება საქართველოს რეპუტაციასა და თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ სტაბილურობაზე
ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფრის შედეგებს:
- აღარ ვართ ევროპული გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი;
- არ ვართ მოწვეული არცერთ ახალ სამშვიდობო და ეკონომიკურ ფორმატში;
- არ ჩამოდის არცერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი;
- არ შემოდის გრძელვადიანი მყარი ინვესტიცია;
ეს ყვეალფერი მიუთითებს იმ ძალიან დიდ სახელმწიფოებრივ კრიზისზე, რომელშცი ვიმყოფებით ყველანი ერთად. ერთადერთი გზა და გამოსავალი არის ახლავე ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა- განაცხადა გეგელიამ.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა - და ექსპერტულ მისიას ქმნის.