საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისისას ქმნის.
შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამისად, მათი წარმომადგენლები იწყებენ „საექსპერტო მისიას საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე“.
ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
ინიციატორი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.
ეს სახელმწიფოები აცხადებენ, რომ „ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას“
24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ „როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები“
ამ კონტექსტში, ისინი ახსენებენ 2024 წლის 23 დეკემბრის ეუთოს 38 წევრი სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ ამოქმედდა „ვენის მექანიზმი და დასძენენ, რომ მას შემდეგ მხოლოდ გაიზარდა" მათი შეშფოთება
კერძოდ, სახელმწიფოები მიუთითებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გარღმავებული შეშფოთების ფონზე, აამოქმედებენ მექანიზმს — "რათა შეიქმნას ფაქტების დადგენის მისია, რომელიც შეაფასებს საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდება 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე".
“ვაღიარებთ 2025 წლის განმავლობაში ჩვენს დელეგაციებთან საქართველოს ჩართულობას და კონსტრუქციული მიდგომის სულისკვეთებით ჩვენმა დელეგაციებმა დღეს ოდირის დირექტორს მიწერეს.
ხაზს ვუსვამთ 2024 წლის “ვენის მექანიზმში” დაყენებულ კითხვებზე საქართველოს პასუხს და საქართველოს მოვუწოდებთ, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას, “მოსკოვის დოკუმენტის” მე-6 პარაგრაფის შესაბამისად. ასეთი ჩართულობა კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის კეთილი ნებისა და მზაობის დემონსტრირება იქნება”, - ნათქვამია განცხადებაში.
1990 წლიდან “მოსკოვის მექანიზმი” მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა - რუსეთი, თურქმენეთი, ბელარუსი.