ხანძარი იყო ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში. არსებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ძველი ელექტრო გაყვანილობაა.
ამავე შენობაში ცხოვრობენ დევნილებიც. უცნობია, საიდან გაჩნდა ხანძარი.
საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია მალევე მოხერხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.