საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, რომ რთულია იმის მიღება, როგორ მოიქცნენ დემონსტრაციებთან დაკავშირებით და დემონსტრანტების მიმართ, - ამის შესახებ "ევროსკოპთან" საუბარში ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა განაცხადა.
"ქართველებმა ზუსტად იციან, რა აქვთ გასაკეთებელი. არსებობს წესები, არსებობს კრიტერიუმები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ისინი უნდა შესრულდეს. საქართველოს განსაკუთრებულად არ მოექცევიან, ისევე როგორც განსაკუთრებულად არ მოექცევიან სხვა ქვეყანასაც.
მქონდა დისკუსია ჩემს ქართველ კოლეგასთან. ფაქტია, რომ მათთან საუბარი საჭიროა. თუ მათთან არ ვისაუბრებთ, რთულია დავარწმუნოთ იმ საკითხებში, რაც არ მოგვწონს. ვენაში ეუთოს ბოლო შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, როგორ მოიქცნენ დემონსტრაციებთან დაკავშირებით და დემონსტრანტების მიმართ.
ამის მიღება რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კომისია საკუთარ საქმეს სათანადოდ შეასრულებს და ჩვენ ინფორმირებულები ვიქნებით. თუმცა საქართველოსთვის განსაკუთრებულ წესებს არ დააწესებენ - ეს ნამდვილად ასეა," - თქვა მან.