მობილური ოპერატორი ბილაინი აბონენტებს სთავაზობს ახალ აქციას, "შეიძინე ტელეფონი და დაიბრუნე თანხა ანგარიშზე", რომელშიც ჩართვა ნებისმიერ მსურველს, არსებულ თუ ახალ აბონენტს შეუძლია.
ტელეფონის შეძენა 11 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი, ხოლო გადახდილი თანხა ანგარიშზე დაბრუნდება 17 მარტს 10 დღის გამოყენების ვადით, ქსელის შიდა ზარებზე და სმს-ებზე.
ტელეფონის შეძენისას აბონენტს საჩუქრად გაადეცემა ბილაინის სიმ ბარათი 3 ლარით ბალანსზე.
შავთეთრ ეკრანიანი ტელეფონის საცალო ღირებულებაა 35 ლარი ხოლო ფერადეკრანიანის - 40 ლარი, მისი შეძენა "ბილაინის" გაიყიდვების და აბონენტების მომსახურების ოფისსა და გარე სავაჭრო ქსელშია შესაძლებელი.
"საახალწლო აქციიის შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბილაინის ტელეფონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საახალწლო საჩუქარი იყო. ახალი აქცია ბილაინისგან, კიდევ მეტ ბენეფიტებს სთავაზობს ახალ აბონენტების, გარდა იმისა, რომ მათ გადახდილი თანხა ანგარიშზე დაუბრუნდებათ, საჩუქრად გაადეცემათ ბილაინის სიმბარათი, 3 ლარით ბალანსზე", - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.