საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს ევროპარლამენტის პოზიციას, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
მან შესაბამისი განცხადება X-ზე გამოაქვეყნა.
ბარომ განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს დონალდ ტრამპის მიერ ტარიფებთან დაკავშირებულ შანტაჟს დაემორჩილოს.
„საფრანგეთი მხარს უჭერს შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას, როგორც ამას ევროპარლამენტი ითხოვს. თუ ზეწოლა დადასტურდება, ევროპა აქედან ყველა შესაბამის დასკვნას გამოიტანს. ევროკომისია ამისთვის ემზადება და ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ფრანგული გამოცემა Le Monde-ს ინფორმაცით, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს.