2012 წლიდან სიმინდის პროგრამა ახლი პროდუქტებით დაიტვირთება და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ფერმერებს საშუალება ექნებათ, სახელმწიფოსგან უფრო მაღალი სერვისი მიიღონ.
მინისტრს თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სამომავლოდ სახელმწიფომ კერძო სექტორის დახმარებით ფერმერებზე სასუქის განვადებით გაცემა დაიწყოს. მინისტრი ასევე ამბობს, რომ აგროსექტორის დაზღვევის კუთხით სადაზღვევო კომპანიებიც აქტიურდებიან და გამორიცხული არ არის, ამ მიმართულებით სადაზღვევო სექტორი კიდევ უფრო გააქტიურდეს.
"2012 წლიდან ეს პაკეტი უფრო დაიტვირთება სხვადასხვა და ახალი სერვისით და მომხმარებელს მრავალ სიახლეს შევთავაზებთ. თუმცა 2011 წელს პროგრამა განხორციელდება ისეთი სახით, როგორიც დღეს არის", - განაცხადა კვეზერელმა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ბიუჯეტიდან სიმინდის პროგრამისთვის 30 მილიონი ლარი გამოიყო. ამ თანხით ქვეყანაში ამერიკული სიმინდის თესლის შემოვიდა, რომელსაც შემდგომ სახელმწიფო განვადებით ფერმერებზე გასცემს.