ფაქტია, რომ ჩვენ ირანის აყირავება არ გვაწყობს იმიტომ, რომ დესტაბილიზაციის ჯაჭვი წარმოიშობა ისეთი, რომელიც გასწვდება სპარსეთის ყურეს. აქ უშველებელი საკითხებია, რომელმაც შეიძლება ისეთი ჯაჭვი განავითაროს, რომელშიც აღმოჩნდეს საქართველოც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
„ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ სომხეთის გავლით აზერბაიჯანის და თურქეთის დერეფნის განვითარებას, მაგრამ ამაზე ყვირილი არასწორია. იგივე ელექტროენერგიის იმპორტი ევროპის მიმართულებით - ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის ამოცანაა სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში, რაც არ უნდა გავაკეთოთ ფასების შემცირებაზე, სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ჩვენ მუდმივად უნდა ვიფიქროთ, რა გავლენა ექნება ამა თუ იმ პროცესს საქართველოზე.
ნიშნის მოგებით შეიძლება გადასძახო ბრიუსელს და ზოგიერთ ქვეყანას, გახსნა თუ არა „მერსედესმა“ თავისი წარმომადგენლობა რუსეთში, დაბრუნდა თუ არა „მაკ დონალდსი“, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ უნდა შეუერთდეთ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის მიმართ. ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება წყნარად უყურებს იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ არ შეგვხებია გარკვეული პრობლემების სიხისტე ამ ვითარების და იმედია არც შეგვეხება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.