დღეს, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.
დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე.
საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო ქვეყანას სახელმწიფო დროშის დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.
"გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!", - წერს საელჩო.
2004 წლის 14 იანვარს მიღებულ იქნა ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.