„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრა. მოქალაქეები სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”
აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც უკვე ერთ წელზე მეტია, საპროტესტო აქცია უწყვეტ რეჟიმში იმართება.
დღეს, 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა.