დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰოლიმ, განაცხადა, რომ კრემლის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს გაიტაცებდა, თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდა. იუწყება Kyiv Independent
ჰილიმ განაცხადა, რომ თუ მას რომელიმე მსოფლიო ლიდერის გატაცების შესაძლებლობა ექნებოდა, ის პუტინს დააპატიმრებდა და ომის დანაშაულებისთვის პასუხს აგებინებდა.
"მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობს - პუტინი. ომის დამნაშავე და პლანეტაზე მშვიდობის მთავარი საფრთხე", - ასე უპასუხა ჯონ ჰილიმ ჟურნალისტს შეკითხვაზე, რომელ მსოფლიო ლიდერის გატაცებას ისურვებდა, მადუროს შემდეგ.
მისი თქმით, რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებია ის, რაც ბუჩაში ნახa უკრაინაში ერთ-ერთი პირველი ვიზიტის დროს, ასევე უკრაინელი ბავშვების გატაცება.
ჰილიმ ჟურნალისტებთან საუბარისას კიევში მის უკან, დრონის მიერ დაზიანებული შენობისკენ მიუთითა და თქვა, რომ ის „ამბობს ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ პრეზიდენტ პუტინის და მისი გადაწყვეტილების შესახებ, არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეების, ქალაქებისა და ინფრასტრუქტუის მიზანში ამოღებისთვის, რომლებზეც ხალხი აბსოლუტურად კრიტიკულად არის დამოკიდებული შუა ზამთარში.
ეს ადამიანი უნდა გაჩერდეს. ეს ომი უნდა გაჩერდეს. ჩვენი მისიაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მის ამჟამინდელ ბრძოლაში და ხელი შევუწყოთ მშვიდობის უზრუნველყოფას ამ მომენტში“, - თქვა მან.