ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს შვიდი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, - იტყობინება Associated Press პენტაგონის მიერ დადასტურებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
დაშავებულთაგან ხუთი უკვე დაუბრუნდა სამსახურს, ხოლო ორი ტეხასის შტატში, სან ანტონიოს სამედიცინო ცენტრში მკურნალობას განაგრძობს.
ვენესუელაში დაჭრილები პუერტო რიკოდან სან ანტონიოში აშშ-ის საჰაერო ძალების C-17 Globemaster III-ით გადაიყვანეს, რომელიც სამხედრო პერსონალისთვის სამედიცინო ევაკუაციის გამოიყენება.
ვენესუელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ვენესუელის უსაფრთხოების სამსახურის სულ მცირე 24 თანამშრომელი დაიღუპა.
გარდა ამისა, ინფორმაცია გაავრცელა კუბის მთავრობამ, რომლის თანხმადაც კარაკასში 32 კუბელი სამხედრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიღუპა.
როგორც Associated Press აღნიშნავს, კუბის ხელისუფლებამ არ დააკონკრეტა, თუ რა მისიებს ასრულებდნენ ეს სამხედრო მოსამსახურეები ან რა ვითარებაში მოხდა მათი სიკვდილი. ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ვენესუელის პრეზიდენტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.
აშშ-ის ომის მდივან პიტ ჰეგსეთის განცხადებით, კარაკასში ჩატარებულ სპეცოპერაციაში დაახლოებით 200-მდე ამერიკელი სამხედრო მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, 3 იანვარს კარაკასში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი. ისინი შეერთებულ სასამართლოში გადაიყვანეს და წარუდინეს სისხლის სამართლებრივი ბრალდება 4 მუხლით. მადურო და მეუღლე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევებ. მათ საქმეს ნიუ იორკის ფედერალური სასამართლო განიხილავს.