მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, მას სუს-ში უთხრეს, რომ მის მეუღლეს, ანა ნადარეიშვილს დააკავებდნენ თუ ის თავისი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა. მისი თქმით, 15 წუთი მოსცეს იმისთვის, რომ მურთაზ ზოდელავასთვის და პაატა ბურჭულაძისთვის დაედო ხელი .
"რატომ უნდა დაიხუროს საქმე, რომელიც არ დაწყებულა? რა არის მიზანი? იმიტომ, რომ უბრალოდ ადამიანები არ მოვიდნენ და გაიგონ ვინ არის და არ არის დამანშავე?ან ის, რომ მე რა არგუმენტები მაქვს, რომ ვერ გაიგონ? მაკვირვებს და მაინტერესებს რა საფუძვლით ხურავთ? ანის გაძევებაც ვერ გავიგე? ბრალდებულია? ვერ გავიგე მისი სატატუსი! ყველა ინტერესში უნდა შედიოდეს რა დევს ამ საქმეში? მოკლედ თუ გნებავთ მეც არ დავესწრები. არც ჩემს მეუღლეს ასწრებთ.
სხვათაშორის ქალბატონო მეია - რამდენიმე საათის წინ ამ დახურვასთან დაკავშირებითაც იყო უცნაური რაღაცები -ჯერ ადვოკატებს მოაწერინეს ხელი გაუთქმელობაზე. მინდა საჯაროობა, მინდა ყველამ ნახოს რა მტკციებულებები დევს ამ საქმეში.
ჩემს მეუღლეს დაატოვებინეთ დარბაზი - რამდნიმე საათია მას შემდეგ გასული, რაც ის დააკავეს ჩემთან ერთად და სუსის შენობაში მითხრეს, რომ ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ, ან პაატა ბურჭულაძეს და მურთაზს ამხელთ ძალადობაშიო. ეს მითხრეს პირდაპირ. ცოლს დავიჭერთო და 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ 10 წლით ობლადო.
მე მითხრეს გასაგებად რომ ან იტყვი, რომ ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს მურთაზი და სხვები, თორემ დავიჭერთ შენს ცოლსო. დროს მაძლევდნენ 10 წუთი, 15 წუთი, გესმით? და ამ პროცეს ხურავთ? სადაც მე მემუქრებიან ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებზე არ მივეცი ჩვენება? უნდა მეთქვა თითქოს ჩემი მეგობრები იყვნენ მოძალადეები, არა ვუთხარი. ამის მერე მითხრეს, რომ შენი შვილი დარჩება ობლადო. ეს არია ტერორიზმი. საფლავიდან ამოვთხრი - ასე შევუთვალე ვინც ეს შემომითვალა. სახელების და გვარების დახურვა გინდათ?
პრეცედენტი ამის ვერ ვიპოვე, რაც კაცს უთხრეს რომ შენ თუ შენი ძმაკაცების წინააღდმეგ არ მისცემ ჩვენებასო. სტალინის ეპოქა გამახსენდა.
13 წლის ძმისშვილი აიყვანეს მძევლად. ტერორისტია ის, ვინც ამას აკეთებს და რომელიც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა. ვინც ეს დაგავალა გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი [მიმართა პროკურორს].
რა შუაშია ჩემი ცოლ-შვილი. ტერორისტები ხართ, ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანეს. მე კი ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ სხდომის დახურვამდე.