ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ვერ გაბედოს ალიანსის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა, უკრაინა მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს.
გარდა ამისა, როგორც რუტემ აღნიშნა, ეს ასევე მოითხოვს ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდას.
„თუ ამ ორ რამეს გავაკეთებთ, საკმარისად ძლიერები ვიქნებით საკუთარი თავის დასაცავად, პუტინი ვერასდროს წავა რისკზე თავს დაესხას ნატო-ს რომელიმე ქვეყანას,“ - განაცხადა რუტემ.