ქსელური მაღაზიები თავისუფალ, არაკორუმპირებულ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი - როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქსელური მაღაზიები თავისუფალ, არაკორუმპირებულ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი.
ხოლო როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით.
ამ გარიგებაში მონაწილეობს ასევე, იმპორტიორთა კარტელი, საბაჟო გადასახადი და ასე დგინდება სპეციალური ფასები და ხდება ფულის გადანაწილება“,- წერს სააკაშვილი.
ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ „აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ“. ამასთან, ის ინიციატივით გამოდის, რომ საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნას.