საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ქართულ დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიქაია მასპინძლობს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი თურქ კოლეგასთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც განხილული იქნება ქვეყნებს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. გარდა ამისა, გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებსაც ეწვევა და ადგილზე გაეცნობა მათ სამუშაო სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს