საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ორგანიზაციის გამგეობამ საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ორგანიზაციას სამი წლის მანძილზე ნონა ქურდოვანიძე ხელმძღვანელობდა, მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
"დღეს, 22 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ორგანიზაციის გამგეობამ საიას თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩია.
თამარ ონიანი 2023 წლიდან არის საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი, ხოლო, 2022 წლიდან თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი. 2025 წლიდან თამარ ონიანი ოქსფორდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლობს. ამავდროულად, არის მოწვეული ლექტორი რამდენიმე უნივერსიტეტში.
თამარი 2021 წლიდან საიაში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს, ხოლო, 2018 წელს მან საიაში მუშაობა სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე დაიწყო. ამ პოზიციაზე თამარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს და სხვა.
ნონა ქურდოვანიძე ორგანიზაციას სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. მან ამოწურა უფლებამოსილების ვადა, ხოლო საიას წესდების შესაბამისად, აღარ ჰქონდა მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. საიას გუნდი მადლიერია ნონა ქურდოვანიძის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. მისი ლიდერობით ჩვენ რთულ პერიოდში შევძელით ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და განახლებული შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას"- აღნიშნულია განცხადებაში.
თამარ ონიანი 2023 წლიდან არის საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი, ხოლო, 2022 წლიდან თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი. ამავდროულად, 2025 წლიდან თამარ ონიანი ოქსფორდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლობს. ამავდროულად, არის მოწვეული ლექტორი რამდენიმე უნივერსიტეტში.
თამარი 2021 წლიდან საიაში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს, ხოლო, 2018 წელს მან საიაში მუშაობა სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე დაიწყო. ამ პოზიციაზე თამარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს და სხვა.
თამარი არის 20-ზე მეტი სამართლებრივი კვლევის ხელმძღვანელი, იურიდიული სახელმძღვანელოების თანაავტორი, სტატიების (მათ შორის, რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული) ავტორი და თანაავტორი, ბლოგებისა და op-ed-ების ავტორი. თამარ ონიანი არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ტრენერი ადამიანის უფლებათა სამართალში. ექსპერტის რანგში თამარ ონიანს უთანამშრომლია / თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან როგორც ადგილობრივ, ისე, საერთაშორისო დონეზე.
თამარ ონიანი არის ჯონ სმიტის სასტიპენდიო პროგრამისა (2023-24 წწ.) და უფლებადამცველებისათვის სახაროვის ევროკავშირის პროგრამის (2022 წ.) მონაწილე. სხვადასხვა დროს მოპოვებული სტიპენდიების ფარგლებში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო პროგრამებში ლივერპულის უნივერსიტეტში (ლივერპული, გაერთიანებული სამეფო), ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტსა (მიუნხენი, გერმანია) და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში (ფრანკფურტი, გერმანია).