ბულგარეთში ათასობით ადამიანი გამოვიდა ანტისამთავრობო აქციაზე და სამართლიანი არჩევნებისა და სასამართლო რეფორმის ჩატარება მოითხოვა. ამის შესახებ Reuters
აქციები დედაქალაქ სოფიასა და ქვეყნის სხვა რამდენიმე ქალაქში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრი როსენ ჟელიაზკოვი გასულ კვირას გადადგა, მას შემდეგ, რაც კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა ქუჩის საპროტესტო აქციები მთავრობაში კორუფციისა და ახალი ბიუჯეტის წინააღმდეგ, რომელიც გადასახადების ზრდას მოიცავდა.
ხუთშაბათს, 18 დეკემბერს, მომიტინგეებს ბულგარეთისა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ ხელში.
პრეზიდენტი რუმენ რადევი პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, თუმცა თუ ისინი უარს იტყვიან ან ვერ შეძლებენ მთავრობის ფორმირებას, ის დროებით მთავრობას და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.
შეგახსენებთ, რომ ჟელიაზკოვის მთავრობის გადადგომა ოპოზიციის მიერ უნდობლობის ექვსი ვოტუმის და ბულგარეთისა და საზღვარგარეთის რიგ ქალაქებსა და სოფლებში ათასობით საპროტესტო აქციის შემდეგ მოხდა.
დემონსტრაციები დაიწყო, როგორც უკმაყოფილების გამოხატულება ბიუჯეტის პროექტის მიმართ, რომელიც პირველად ევროში იყო შედგენილი. ბულგარეთი 1-ელი იანვრიდან ევროს შემოსაღებად ემზადება.