ასიფ ალი ზარდარიმ ქვეყნის ბირთვულ არსენალზე კონტროლი პრემიერ-მინისტრს იუსუფ რაზა გილანს გადასცა. "აღნიშნული ქმედებით პრეზიდენტი შეეცადა დაერეგულირებინა პოლიტიკური დაძაბულობა", - იტყობინება "ბი-ბი-სი". აღნიშნული თავად პრემიერმაც დაადასტურა.
"პრეზიდენტმა გადმომცა ნაციონალური სამხედრო სარდლობის კონტროლის საკუთარი უფლებამოსილება და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი დადგენილება გამოსცა", - განაცხადა გილანიმ.
პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ეს არის უდიდესი გარღვევა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტთან ურთიერთობების დასალაგებლად, რომლებიც აღნიშნული ქმედების შემდეგ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ეს ქმედება წარმოადგენს მცდელობას დააწყნაროს მისი პოლიტიკური და სამხედრო კურსის მოწინააღმდეგეები, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად ამოწურულია ამინისტრიის ვადა, რომელიც მას სასამართლო დევნისგან იცავს.
ამინისტრიის ფარგლებში პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს გააჩნიათ იმუნიტეტი, რომელიც მათ იცავს სასამართლო განხილვისგან კორუფციის ბრალდების საქმეებში.
თავად პრეზიდენტის განცხადებით კი, ის ჯერ კიდევ ფლობს იმუნიტეტს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და არ შიშობს მის წინააღმდეგ სასამართლო განხილვის დაწყების შესაძლებლობის თაობაზე.