უწყვეტი პროტესტის 385-ე დღეს ქაშვეთის მიმდებარედ პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული დავით ასანიძეა.
დაკავებისას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ მომიტინგეებს კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა და გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ფოტო: პუბლიკა