რუსეთში სარკინიგზო კატასტროფის გამოძიების შედეგებს პირადად დიმიტრი მედვედევი ჩაიბარებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე გააკეთა.
"სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამამტკიცებელი საბუთის მოპოვე შევძლოთ. მინდა რომ, გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია პირადად მომახსენოთ", - მიმართა მედვედევმა მთავრობის წევრებს.
აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტმა გუშინდელ სხდომაზე დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივიც მიაგეს და დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურ დახმარებას დაპირდნენ.
ბოლო მონაცემებით, სარკინიგზო კატასტროფას 26 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭეს, რადგან შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილები იქნა აღმოჩენილი. გამოძიების ცნობით, აფეთქება 7 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტური იყო.
სარკინიგზო კატასტროფა რუსეთში პარასკევს ღამით მოხდა. მატარებელში 682 ადამიანი და ეკიპაჟის 29 წევრი იმყოფებოდა.