„ოცნება“ აღარ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანია საქართველო რუსული გავლენის სფეროში მოაქციონ - ასე აფასებს „ლელოს“ წევრი თამაზ დათუნაშვილი აშხაბადში გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობას, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იმყოფება. დათუნაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის გამოჩენა ავტორიტარული რეჟიმების ლიდერებთან ერთად და პუტინთან ერთ სივრცეში ყოფნა უკვე არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის კურსის გადახვევაზე, არამედ რუსეთის გავლენის აღიარებაზე მიუთითებს.
დათუნაშვილი ხაზს უსვამს, რომ ამ პროცესით ხელისუფლება დასავლურ პარტნიორებთან დისტანცირებას კიდევ უფრო აღრმავებს და ქვეყანას იმ პოლიტიკურ ორბიტაზე ანაცვლებს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
"ჰეზბოლასა და ჰამასის აწ უკვე გარდაცვლილ ლიდერებთან ერთად ირანელი დიქტატორის ტირილში სიარულის მერე ახალ წარმატებას მიაღწია ქართულ დიპლომატიაში ირაკლი კობახიძემ და ამჯერად უკვე აშხაბადში ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფება.
მას უკვე ჰქონდა შეხვედრა თურქმენეთის მემკვიდრეობით პრეზიდენტთან, რომელმაც მამისგან მიიღო პრეზიდენტობა ვითარცა მონარქმა და ახლა უკვე ერთად ზის ერთ დარბაზში ვლადიმერ პუტინთან ერთად და მას აწონებს თავს. როგორც ჩანს, კობახიძემ გადაწყვიტა, რომ ავტოკრატიის ქართული მოედლი გაუზიაროს სხვა ავტოკრატებს ევრაზიის კონტინენტიდან.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანი არა ხელისუფლების მიტაცების ქართული მოდელის გაზიარებაა, არამედ დაფიქსირება ვლადიმერ პუტინთან ერთად, რომ მოხდესბანალიზება საქართველოს დე ფაქტო ხელმძღვანელის აღმოჩენა ერთ მაგიდაზე საქართველოში, ქართველების გენოციდის მომწყობ ვლადიმერ პუტინთან.
ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე თვეში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები უკვე რამდენიმეჯერ აღმოჩნდნენ ისეთ მაგიდაზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები სხედან. ამჯერად უკვე რეკორდი მოხსნილია და საქართველოს პრემიერად წოდებული არსება ზის ვლადიმერ პუტინთან ერთად ერთ მაგიდაზე, უსმენს მის მოხსენებას და სხვების მოხსენებას, რომ თავი მოაწონოს მას და ჩვენ ვიხილეთ მისი მოხსენებაც, რომელიც პირდაპირ პუტინისთვის იყო მიმართული.
მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაცია და მტრად გამოაცხადა ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები, რომლებიც 30 წლის მანძილზე ჩვენთან ერთად იდგნენ, გადაწყვიტა, რომ საქართველო უნდა გახდეს ავტოკრატების შავ-ბნელი ჯგუფის წევრი და საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე აღმოჩნდეს ცენტრალური აზიის, უფრო ღრმა აზიის და რუსეთის გვერდზე ავტოკრატიულ რეჟიმებში.
ეს არის საქართველოს ღალატის გზა. ეს გზა დაანგრევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დგას საქართველოს უსაფრთხოების ევროპულ დასავლურ გარანტიებზე და საქართველოს სუვერენიტეტი დაინგრევა ნეიტრალიტეტის იმ შემოთავაზებით, რომელიც ემსახურება პუტინის რეჟიმს და საქართველოს აღმოჩენს პუტინის, რუსეთის და დიტატორების ორბიტაზე.
"ქართული ოცნება" აღარ მალავს არცერთ ეტაპზე უკვე, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა პირდაპირ რუსული გავლენის სფეროში. ის აღიარებს ამ გავლენის სფეროს, ის ღიად ლაპარაკობს ამაზე და უკვე ღიად ფიქსირდება, სიმბოლურად პუტინის გვერდით. სხვა არაფრით იხსნება ის, რომ ამ ე.წ. მშვიდობის ფორუმზე მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოკუპირებული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის ოკუპანტიც მთავარი სტუმარია და ამას მე არ ვამბობ, ასე მოიხსენიებს ამხანაგი ბერდი მუხხამედოვი პუტინს მთავარ სტუმრად ამ ნეიტრალიტეტის იუბილის.
ამის შემდეგ ალბათ ერთი ნაბიჯია, რომ საჯაროდ მოხდეს საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებების შეხვედრა და ერთგვარი მოკავშირეობა გამოცხადდეს საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ ვხედავთ უკვე პროპაგანდის ჯურღმულებში, რომ ამაზე ლაპარაკი აქტიურად დაიწყეს.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეანა, უნდა დავასრულოთ ამ მოღალატეების მმართველობა და ხელისუფლების მიტაცება და დავაბრუნოთ ეს ქვეყანა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის მიხედვით, დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენი ქვეყნის მიზანია ევროინტეგრაცია, თაისუფლების იდეის გავრცელება, საქართველოს დაფუძნება დემოკრატიულ პრინციპებზე და არა ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება. ისეთი ავტოკრატიული ნეიტრალიტეტის ჩამოყალიბება, როგორიც თურქმენეთია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კომიკური დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც მართავს ერთი და იგივე ოჯახი, რომელშიც ხელისუფლება გადაეცა სისხლით, ან ნათესაობრივი, ან მოკვლით მისი წინამორბედის და სადაცმოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს შიშში, ტერორში და უკიდურეს სიღარიბეში.
ეს არის შემოთავაზება, რომელსაც აკეთებს კობახიძე. ჩვენ არ გვინდა, ამ შემოთავაზების ნაწილი ვიყოთ. პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი, ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი და მასთან ერთ სივრცეში ჯდომა არის სამშობლოს ღალატი, - განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.
ღონისძიებას, თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.