პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მირჩევნია აქ ვიჯდე ცხრა თვე და დავამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლო პროცესი იქნება სერიალი. მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ჩაუჯექით, არ გამოტოვოთ „ცისფერი მთების“ რამდენიმე სერია”,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„გაზისგან თვალები ამეწვა, ვერ ვსუნთქვდი, ცალი ხელით თვალები დავიფარე და მეორე ხელს ვიქნევდი, რომ ვინმე მომშველებოდა და სასწრაფომდე მივეყვანე. ხელის ქნევა თუ მოწოდებაა არ ვიცი, ვიდავოთ..
მე სულ მინდოდა მსახიობი გავმხარიყავი, მერე რეჟისორობა მინდოდა. ახლა ზუსტად ვიცი რომ საქართველოს ისტორიაში რომ ფილმს გადაიღებენ, ერთ -ერთი გმირი ვიქნები....
არ მჯერა, რომ ვაჟა ზაზაევიჩი ატარებს ჩემს სასამართლოს და ისევე ჩამოგვენგრევა ეს ქვეყანა, როგორც ის შენობა ჩამოინგრა... მზად ვარ! ნებისმიერ შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე ვარ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეს თავი არ ავარიდო. რა შედეგიც არ უნდა დადგეს, დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში. ზუსტად ვიცი ჩემ საქციელსა და იმ ბრალდებას შორის რაც მედება, დიდი სხვაობაა. სასამართლო პროცესი იქნება სერიალი. მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ჩაუჯდეთ, არ გამოტოვოთ “ცისფერი მთების” რამდენიმე სერია”, - განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.
ირაკლი ჩხვირკიას, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.