დღეს არ წავიდა ჩემი ბრძოლა, მიზეზების ძებნას არ დავიწყებ, დავბრუნდები უფრო ძლიერი - ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა განაცხადა.
"ვიბრძოლეთ, სამწუხაროდ ჩემმა მოწინააღმდეგემ გაიმარჯვა, მაგრამ რას ვიზამთ. სპორტია, დღეს არ წავიდა ჩემი ბრძოლა... მიზეზების ძებნას არ დავიწყებ, რატომ არ წავიდა ჩემი ბრძოლა. დავბრუნდები უფრო ძლიერი - რა თქმა უნდა სპორტია და ყოველთვის როცა წამიგია, უფრო ძლიერი დავბრუნებულვარ და ასეც იქნება მომავალში. შრომა არც აქამდე დამიკლია და არც მომავალში დავაკლებ. მადლობა ყველა ქართველ გულშემატკივარს - მიყვარხართ და თქვენი გულისთვის დავიხარჯები ბოლომდე, რითაც შემეძლება. იმედია ჩემთან ერთად ხართ და იმედია ერთად ვართ ბრძოლაში. მიყვარხართ და თქვენი გულისთვის მზად ვარ სიკვდილისთვის. მადლობა ჩემს ოჯახს - ყველაფერი კარგად არის, დედი, გენაცვალე გულში - მაგრად ვარ და პირიქით, ისეთი მოტივირებული ვარ, როგორც არასდროს. პატარა ნაკაწრები მაქვს სახეზე, ყველაფერი რიგზეა. ყველაფერი წინ არის და უფრო ძლიერები დავბრუნდებით!" - მერაბ დვალიშვილმა ვიდეომიმართვაში.
მერაბ დვალიშვილი მსაჯების გადაწყვეტილებით, რუს მეტოქესთან, პიოტრ იანთან დამარცხდა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ტიტული დაკარგა.