ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
საუბარია ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე, რომელშიც მან ხიდაშელს უცხოური გავლენის აგენტი უწოდა და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.
"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ადვოკატებო, ვისაც დანაშაულის დაბრალების, ცილისწამების, საქმიანი რეპუტაციის შელახის და მსგავსი გამოცდილება გაქვთ.
დღეს კრემლის შნირმა კობახიძემ მორიგ ჯერზე მოიცალა ჩემთვის, მერე მისმა ხელის ბიჭებმა, აი, იმათ ჯერ სააკაშვილის ხელის ბიჭები რომ იყვნენ და ეხლა კობახიძის ბანი მისცეს, ხოდა, დავფიქრდი და არავითარი ვალდებულება არ მაქვს ამათ ვუთმინო! ხოდა, რომელი გამომყვებით ამათ ცირკში სასამართლოს რომ ეძახიან ცოტა გავერთოთ! პირადში მომწერეთ, ძვირფასებო, - წერს ხიდაშელი.