20 „ნაცი“ იდგა სააკაშვილის ციხესთან 23 ნოემბერს, მართლა 20 კაცი იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პეტრე ცისკარიშვილს სააკაშვილზე პარაზიტირება უნდა და, რომ უთხრას, ხალხი აღარ გყავსო, ის შერისხავს.
„მართლა 20 კაცი იდგა. აი, მართლა! მართლა! პეტრეს მიშაზე პარაზიტირება უნდა და, რომ უთხრას, ხალხი აღარ გყავსო, ის შერისხავს. ასე ჩამოათრიეს აქ და ჩააგდეს ბიძინას დილეგში, ატყუებდნენ, რომ 100 ათასი ქართველი ხმალს იშიშვლებს მის გამო. სიმართლე რომ ეთქვათ, მისით ვეღარ ისარგებლებდნენ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობითვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“. მელია ერთ-ერთ პოლიტიკოსში მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ მომავალ, თავისუფალ, თუნდაც სამართლიან საარჩევნო გარემოში სააკაშვილი ითამაშებს საკვანძო როლს.