დღეს, 9 თებერვალს, 16:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით და კინოთეატრ "საქართველოს" მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი 150 ბავშვი ქართული ფილმის "გარიგება ოცი წლის შემდეგ" ჩვენებას დაესწრება.
ფილმის პრემიერას, დევნილ ბავშვებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და ფილმის ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ლელა წურწუმია დაესწრებიან.
კომედიური ჟანრის ფილმი საქართველოს რამდენიმე მხარეშია გადაღებული, მათ შორის კახეთსა და აჭარაში. ფილმის რეჟისორია ზაზა კოლელიშვილი.