შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, ოლივიე კურტოსთან და შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის დირექტორ მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად, საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით - „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ
ბრძოლა: შავი ზღვიდან ევროკავშირამდე“ - გახსნა.
ალექსანდრე დარახველიძემ სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ეფექტიან ზომებზე.
საერთაშორისო სემინარი საქართველოში, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, 25-26 ნოემბერს, ქ.ბათუმში იმართება და მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოთა თანამშრომლობის გაძლიერებას.
სემინარში მონაწილეობენ ევროპის 13 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების, საბაჟო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.