ხვალ, 9 თებერვალს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით და კინოთეატრ „საქართველო"-ს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი 150 ბავშვი, ქართული ფილმის „გარიგება ოცი წლის შემდეგ" კინოჩვენებას დაესწრება.
ფილმის პრემიერას, დევნილ ბავშვებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და ფილმის ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ლელა წურწუმია დაესწრებიან.
კომედიური ჟანრის ფილმი საქართველოს რამდენიმე მხარეშია გადაღებული, მათ შორის კახეთსა და აჭარაში. ფილმის რეჟისორია ზაზა კოლელიშვილი.
ფილმის ჩვენება კინოთეატრ „საქართველოში" 16:00 საათზე დაიწყება.