ქუთაისში წყალმომარაგების ქალაქის წყალმომარაგების სისტემაში სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულდა. მოსახლეობის 70 პროცენტი წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს.
უახლოეს მომავალში ბუხაიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაო დაიწყება. სამუშაოს დასრულების შემდეგ ყოველდღიური წყალმომარაგებით კიდევ 20 000 მცხოვრები ისარგებლებს.
"ქუთაისში არასდროს ყოფილა 24-საათიანი წყალმომარაგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კონკრეტული ღონისძიებები იყო დაგეგმილი, რომლებიც შევასრულეთ. ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ რეგიონში წყალმომარაგების საკითხი 100 პროცენტით სასიკეთოდ გადავწყვიტოთ", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის რამაზ ნიკოლეიშვილმა.
სამშენებლო სამუშაოს მთავრობა და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტისთვის 6 მილიონი ლარია გამოყოფილი. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.