ტერნოპილის მოსახლეობის მიმართ ღრმა მწუხარებას გამოვხატავ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„რუსეთის სასტიკმა დარტყმამ 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 93 დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ წინასწარგანზრახული ტერორია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ტერნოპილს გუშინ დაარტყეს. დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვოა. დაშავებულია კიდევ 93 ადამიანი.