საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ევროპისა და აზიის მარეგულირებელი კომისიების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ენერგეტიკოსები თბილისს 14-15 თებერვალს ეწვევიან. სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის ორგანიზებით (EღღA) ტარიფებისა და იურიდიული კომიტეტების შეხვედრები გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან ალექსანდრე ხეთაგურთან და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ რეგიონალური ასოციაციის წევრ ქვეყნებში მიმდინარე ენერგეტიკულ პროცესებს, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების საკითხებს და იმსჯელებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მნიშვნელობასა და როლზე რეგიონაული ასოციაციისათვის. სემეკი რეგიონალური ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიიდან გამომდინარე, სემეკი საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობით ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგორესურსების პოტენციალის გამოყენებას, სამრეწველო და სახელმწიფო სფეროებში ენერგოეფექტურობის ამაღლებას, ენერგოუსაფრთხოების საკითხების დახვეწას.
საგულისხმოა, რომ ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაცია დაარსებიდან 10 წლის იუბილეს საქართველოში აღნიშნავს. ასოციაციის მიზანია წევრ ქვეყნებში ენერგეტიკის რეგულირების პროცესის გაუმჯობესება, სტაბილური, დამოუკიდებელი ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოების განვითარების ხელშეწყობა, ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება.
სემეკი 1999 წლიდან ასევე წარმატებით თანამშრომლობს აშშ-ის მარეგულირებელ კომისიებთან.