9 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გამომცემლობა "დიოგენე'' პრესკონფერენციას გამართავს.
"დიოგენე~ მეორედ აცხადებს კონკურსს პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის და აწესებს ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიას თარგმანისათვის ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20-იდან 35 წლამდე მთარგმნელებს.
შემოტანის ვადაა 2011 წლის 21 თებერვლიდან 21 მარტამდე.
საკონკურსო მასალა არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერზე აკრეფილ 10 გვერდს.
კონკურსის მონაწილემ თარგმანი უნდა წარმოადგინოს, როგორც ელექტრონული ვერსიის სახით, ისე ამონაბეჭდი 3 ეგზემპლარად. თარგმანს თან უნდა ერთვოდეს დედანი (ქსეროასლი).
დაჯილდოება გაიმართება 2011 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.
წელს საპრიზო ფონდი გაიზარდა. პრემია გადაეცემა სამ საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელს (I ადგილი - 1500, II _ 1000, III _ 500 ლარი). ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებამ დააწესა სპეციალური პრიზი (800 ლარი) საუკეთესო თარგმანისთვის სპარსულიდან ქართულ ენაზე.
დაიბეჭდება საუკეთესო თარგმანებისაგან შედგენილი კრებული.
ჟიურის შემადგენლობაში არიან გიორგი ეკიზაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე, ანა ჭაბაშვილი, თამარ ჯაფარიძე, ნიკა ჯორჯანელი.