როგორ შეგვიძლია საქართველოს დავეხმაროთ? უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ მოლდოვას, მონტენეგროს, დასავლეთ ბალკანეთისა და უკრაინის რაც შეიძლება სწრაფი გაწევრიანებით. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, რადგან ეს იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, რომ გაფართოება მართლა ხდება, – ამის შესახებ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ზოგიერთი ოლიგარქი, ან როგორც შეგვიძლია ვუწოდოთ მათ, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ მესიჯებს: დაივიწყეთ გაფართოების შესახებ, რადგან ეს საერთოდ არ მოხდება. ახლა ჩვენ შეგვიძლია, ძალიან მკაფიო არგუმენტი, მტკიცებულება მოვიყვანოთ, რომ გაფართოება მოხდება და საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში ცვლილებები მოხდება“, - განაცხადა კუბილიუსმა.