შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე გაზრდილი ფასების ფონზე მოსახლეობისთვის ენერგოვაუჩერების დარიგებას მთავრობის მხრიდან მხარდაჭერად აფასებს.
"ეს არის მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა. ენერგოვაუჩერების დარიგების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ მოსახლეობას გაზრდილო ფასების ფონზე სოლიდარობა გამოვუცხადოთ", - განუცხადა ურუშაძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის ვაუჩერების გაცემა 10 თებერვლიდან დაიწყება. ვაუჩერების გაცემის გადაწყვეტილება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან შეხვედრისას იქნა მიღებული. მას ყველა ოჯახი მიიღებს.