გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირს გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებისკენ მოუწოდებს.
გერმანიის კანცლერმა ბერლინში განაცხადა, რომ უკრაინას გრძელვადიანი თავდაცვის საშუალებები უნდა მიეწოდოს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაყინული რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება დეკემბერში ევროკავშირის სამიტზე უნდა იქნას მიღებული.
„უკრაინას რუსი აგრესორის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ფინანსური რესურსები გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მიეწოდოს“, - განაცხადა მერცმა ბერლინში კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ქრისტოდულიდესთან შეხვედრის შემდეგ.
„ეს ჩვენთვის მაღალი პრიორიტეტია, უმაღლესი პრიორიტეტი“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა და დასძინა, რომ ამ თემაზე ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს „თითქმის ყოველდღე“, ინტენსიურად აწარმოებს აწარმოებს.
მერცმა აღნიშნა, რომ გერმანია და კვიპროსი იზიარებენ მოსაზრებას ამ აქტივების უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
მისი თქმით, ევროკომისია ამჟამად მის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობს.