საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის თქმით, ელექტროენერგიის ვაუჩერების გაცემა 10 თებერვლიდან დაიწყება.
"20 ლარიანი ვაუჩერების გაცემა 10 თებერვლიდან დაიწყება. ეს არის მთავრობის მოკრძალებული თანადგომა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩვენს ოჯახებს მცირეოდენით მაინც შეუმსუბექებს ინფლაციურ პროცესს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
ვაუჩერების გაცემის გადაწყვეტილება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან შეხვედრისას იქნა მიღებული.