რუსეთის უფლებების დამცველებმა მოსკოვში ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების მოთხოვნით მიტინგი ჩაატარეს. მიტინგის მიონაწილეები ასევე მოითხოვდნენ შემცირდეს შს სამინისტროს თანამშრომელთა რაოდენობა, ხოლო დარჩენილებს გაუორმაგონ ხელფასი.
"გამოვდივართ ინივიტივით შემცირდეს მილიციელთა რაოდენობა ორ-სამჯერ, ხოლო იმ თანამშრომლებს რომლებიც დარჩებიან ხელფასი გაუორმაგდეთ ან გაუსამმაგდეთ",_ აცხადებს მოძრაობა "ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ლევ პონომარიოვი და დასძენს, რომ რუსეთში მილიციის რეფორმირება უბრალოდ აუცილებელია.
პონომატიოვი ასევე აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტების გათვლებით, რუსეთში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი მილიციელი მოდის, ვიდრე ევროკავშირისა და აშშ-ს ქვეყნებში.
აღნიშნული მიტინგი დღეს მოსკოვში უფლებების დამცველებმა და ოპოზიციონერებმა ჩისტოპრუდნი ბულვარზე გამართეს. აქცია მოსკოვის მთავრობასთან შეთანხმებული იყო. აქციაში დაახლოებით 300 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
აქციის ორგანიზატორთა შორის იყვნენ _ ოპოზიციური მოძრაობა "სოლიდარობა", "გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტი", "ადამიანის უფლებებისათვის" და მოსკოველი ანტიფაშისტები.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაფისირებულია მილიციელების მიერ მოქალაქეებზე თავდასხმის რადენიმე შემთხვევა სასიკვდილო დასასრულით. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მილიციელმა სანქტ-პეტერბუტგში ისე ძლიერად ჩაარტყა წიხლი მუცელში მოქალაქეს, რომ იგი მიღებული ჭრილობისგან საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პონომარიოვმა რუსი მილიციელების მიერ 24 ნოემბერს მოკლული აფხაზეთიდან დევნილი 19 წლის ბიჭის მკვლელობაც დაასახელა და განაცხადა, ყოველივე მხოლოდ იმის დასტურია, რომ რუსული მილიციის რეფორმირება აუცილებელია.