რა არის ეს ვიზალიბერალიზაცია ბოლოს და ბოლოს?! 90 დღით მიდიხარ უცხოეთში ისე, რომ საელჩოში რიგში დგომა არ გიწევს, ამას გვაყვედრიან? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ იქნება.
„ჩვენი პასუხისმგებლობა არ იქნება და რატომ - იმიტომ რომ არ შეიძლება შენ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რატომ ჩაატარე გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები და რატომ გაიმარჯვე. არ შეიძლება შენ პასუხისმგებელი იყო გამჭვირვალობაზე, რაც ევროპაში, მაგალითად, ყველგან მიღებულია რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. არ შეიძლება სახელმწიფოს დააკისრო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თავის ვალდებულებას ასრულებს და ათასგვარი რევოლუციური სცენარს არ აძლევს გასაქანს. ეს არ არის პასუხისმგებლობა. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. არ შეიძლება პასუხისმგებლობა დააკისრო შენ სახელმწიფოს იმაზე, რომ შენ შეგიძლია ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მაუწყებლობა დააფუძნო. არ შეგიძლია პასუხისმგებლობა დააკისრო სახელმწიფოს იმაზე, რომ ამ სახელმწიფოს არც ერთი სატელევიზიო არხი არ აუკრძალია, არ მიუთვისებია და პირიქით, მიმტაცებლებს ჩამოართვა და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნა სასამართლოს გზით“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი პასუხს მოსთხოვს იმას, ვინც იქნება საქართველოში დემოკრატიაზე ასეთი ორკესტრირებულო შეტევის ავტორი
„ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი და საქართველო არის ყველაზე დაბალი ღობე, რომელსაც ყველაფერი შეიძლება აკადრო და გაუვიდეს. რა არის ეს ვიზალიბერალიზაცია ბოლოს და ბოლოს?! 90 დღით მიდიხარ უცხოეთში ისე, რომ საელჩოში რიგში დგომა არ გიწევს. და ამას გვაყვედრიან?! ამას აყვედრიან ქართველ ხალხს?! ქართველ ხალხს, რომელმაც ევროპისათვის და ნატოსთვის ამხელა ბრძოლა და შრომა გასწია და კიდევ იმას გვიკიჟინებდნენ, რეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რატომ არ მიიღეთო და ვინ იყო ჩვენი დამცველი?! მთელ ნატოში საუკეთესო კონტინგენტები გვყავდა და ერთი თოფი არ უჩუქებიათ საქართველოსთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.