ნატო ეგვიპტის საქმეებში ჩარევას არ აპირებს, თუმცა ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით შეწუხებულია და მოვლენათა განვითარებას ყურადღებით თვალს ადევნებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა არ გამორიცხა, რომ ეგვიპტესა და ტუნისში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, ევროპაზედაც სერიოზული ეფექტი მოახდინოს.
ცნობისთვის, ეგვიპტეში პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციები 25 იანვრიდან მიმდინარეობს. არეულობას 300 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი ათასი კი დაშავდა.