პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის წერილს ეხმაურება, რომელშიც ის განმარტავს, რატომ თქვა უარი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.
მისი თქმით, გასაკვირი არაა, რომ “ქართული ოცნების“ დელეგაცია ერევანში ევრონესტზე არ გამოცხადდა.
“ქართული ოცნების“ დელეგაცია ერევანში ევრონესტზე არ გამოცხადდა. გასაკვირი არ არის - როდესაც თქვენი 2024 წლის „არჩევნები“ გაყალბებულია და თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა. „ისინი ჩვენ „მტრულებს“ გვეძახიან იმის გამო, რომ ქართველ ხალხს გვერდით ვდგავართ. სინამდვილეში, სწორედ დემოკრატიისა და ევროპის მიმართ მათივე მტრობაა ის, რაც მათ იზოლაციაში აყენებს. მე ერევანში ვარ, რათა წარმოვადგინო ის ღირებულებები, რომლის მიმართ რწმენაც საქართველოს მოქალაქეები დღემდე აქვთ - თავისუფლება, სიმართლე და ევროპული მომავალი“, - წერს ევროპარლამენტარი.