"ფორმულას" ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომელი, "დროების" ოპერატორი ნიკა პატარაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
ნიკა პატარაიას შვილის, თიკა პატარაიას ინფორმაციით, პირველი საათის შემდეგ მასთან კონტაქტზე ვეღარ გადიან.
დღეს მან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გადაიღო, როგორ დატოვა ფორმულას ერთ-ერთმა დაკავებულმა ჟურნალისტმა, ქეთა ციცქიშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი.