ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის სტანდარტული პრაქტიკაა, უპასუხონ მიღებულ წერილებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, როდესაც ზვიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„სწორედ ამას აკეთებენ ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა. უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში და ასევე საქართველოს წარმომადგენლობები უცხო ქვეყნებში. მოქალაქეები გვწერენ წერილებს და, როგორც წესი, ჩვენ ამ წერილებს ვპასუხობთ. ეს კონკრეტული წერილი ეხებოდა ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების შესაძლო შეჩერებას. მე ვუპასუხე ამ წერილს, ჩემი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა უპასუხა ამ წერილს. რა თქმა უნდა, წერილზე პასუხის გაცემით, ჩვენ არ ვიზიარებთ აუცილებლად იმ ადამიანის პირად მოსაზრებებს, ვინც ეს წერილი გამოგვიგზავნა. მაგრამ ნებისმიერი დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ნორმალური პრაქტიკაა, უპასუხონ ჩვენთვის გამოგზავნილ წერილებს. როგორც უკვე ვუთხარი თქვენს ერთ-ერთ კოლეგას „იმედის“ ტელევიზიიდან, იმ შემთხვევაში, თუ კითხვა ასეთია: ბატონო ელჩო, რატომ ხართ სპილო? ჩვენ ასეთ კითხვებს არ ვპასუხობთ. თუ კითხვა გულწრფელი და არსებითია, პასუხს მიიღებთ”, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ევროკავშირის დელეგაცია ათობით და ასობით პასუხს უგზავნის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც კითხვები აქვთ.
„ჩემი დელეგაციის მიერ მოქალაქის მიერ დაწერილ წერილზე პასუხის გაცემით, რომელიც უვიზო რეჟიმის საკითხს ეხებოდა, ჩვენ უბრალოდ ჩვენი საქმე შევასრულეთ. მე არ გავაკეთებ განცხადებას წერილის ადრესატის პირად მოსაზრებებზე. წერილი ჩემს სახელზე იყო. ჩვენ გავგზავნეთ პასუხი. ჩვენ ათობით ან შესაძლოა ასობით პასუხს ვუგზავნით საქართველოს სხვადასხვა მოქალაქეს, რომლებსაც კითხვები აქვთ“, - აღნიშნა ელჩმა.